20 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
„ძალიან შეიზღუდა ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლის გამოყენებაც კომპანიას შეუძლია“ - ანა ნაცვლიშვილი

„ვფიქრობ, ძალიან შეიზღუდა ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლის გამოყენებაც კომპანიას შეუძლია,“ - განმარტავს ანა ნაცვლიშვილი მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილი განჩინების შეფასებისას.

თუმცა, საია-ს თავმჯდომარის თქმით, რჩება გარკვეული სივრცე, სადაც უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი ერთის მხრივ კომპანიის ადვოკატების, მეორეს მხრივ კი, არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კონსულტაციები და ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება იყოს ინფორმირებული "ამ ძალიან დაუსაბუთებელი განჩინების და მთლიანად ამ საქმის ირგვლივ."

"მინდა აღვნიშნო ის ძალიან სამწუხარო დრო, რომელიც განზრახ თუ მის გარეშე ემთხვევა ორშაბათს და სამშაბათს დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციას. ღონისძიებას დაესწრებიან მაღალი თანამდებობის პირები ევროსაბჭოდან და ევროკავშირიდან. რომელთა აზრი საქართველოში ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, რეფორმებზე შეიძლება იყოს გადამწყვეტი ქვეყნის მომავლისთვის,“ - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.  

დღის ამბები