20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი პოლიტიკურ ფონზე საუბრობს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი პოლიტიკურ ფონზე საუბრობს. განცხადება ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გაკეთდა, სადაც იანოშ ჰერმანმა საქმეში არსებულ პოლიტიკურ ფონზე ისაუბრა.

"ჩვენ სრულად პატივს ვცემთ სასამართლოს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსთავის საქმე, როგორც ის ვითარდება, მას აქვს სეროზული პოლიტიკური კონტექსტი. უპირველესად, როგორი იქნება პატივისცემა მედიაპლურალიზმის, მედიათავისუფლების მიმართ და ამას გავლენა ექნება საქართველოს პოლიტიკურ იმიჯზე. ამიტომ ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ პროცესებს თვალყურს. გუშინ საღამოს როცა მე ვიძინებდი, ჩავთვალე, რომ იყო სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვით გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო აღსრულებული დაუყოვნებლივ და იყო დრო შემდგომი აპელაციისთვის. დღეს გავიღვიძე და ჩანს, რომ სიტუაცია ისე არ არის როგორც ჩვენ გვეგონა", - ამბობს იანოშ ჰერმანი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში მიმდინარე პროცესზე გამოთქვა შეშფოთება და თქვა, რომ პოლიტიკური ნიშნები საქმეში ჩანს. იანოშ ჰერმანის განმარტებით ის აპირებს საქმის ყველა ძირითად მოთამაშესთან შეხვედრას გეგმავს, რაც მას ვითარებაში უკეთ გარკვევაში დაეხმარება.

დღის ამბები