20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
იუსტიციის მინისტრის აშშ-ის საელჩოს განმარტებებს სთხოვს

იუსტიციის მინისტრი საჯარო რეესტრის მიერ რუსთავი 2-ის დროებით მმართველებთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განმარტებებს აკეთებს.

თეა წულუკიანის მტკიცებით, მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება რეესტრში შევიდა დღისგანმავლობაში და არა ღამე, როგორც მისი თქმთ, ამას ამბობს ზოგიერთი წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიიდან და საერთაშორისო თანამეგობრობიდან.

"საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიღო, გუშინ 5 ნოემბერს, 16 საათზე. 7-ის წუთებზე, როგორც ამას ნებისმიერი რიგით შემთხვევაში ვაკეთებთ, ეს გადაწყვეტილება იქნა საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული, რადგან არაფერი არ არის დასამალი, როდესაც საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია შემოდის.

დღეს დილით საჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შუალედური, დროებითი ხასიათის გადაწყვეტილებაა და დროებით მმართველებად მოცემული კერძო კომპანიისა, დარეგისტრირდნენ დვალი და საყევარიშვილი. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებას ევალებოდა საჯარო რეესტრს," - განმარტა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრი დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლის გუშინდელ განჩინებაზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. უწყების ხელმზღვანელი განმარტებებს ითხოვს.

"მინდა მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში, რომ განმიმარტოს რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა და რომელიც არაპირდაპირს აკნინებს იუსტიციის სამინისტრო საჯაროს რეესტრს, როგორც ინსტიტუტს," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.   

დღის ამბები