უკვე ერთი საათია საერშთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. მთავარი თემა რუსთავი 2-ის საქმე და სასამართლოს გუშინდელი განჩინებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არის და იკვეთება პოლიტიკური ჩარევა რუსთავი 2-ის საქმეში. ისინი მოუწოდებენ დიპლომატიურ კორპუსს მოახდინონ ვითარებაზე დროული და მკაცრი რეაგირება.
"მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა პროცესი განვითარდა რუსთავი 2-ის ირგვლივ. ეს საგანგაშოა, რაც ქართულ მედიაში ხდება. ის, რაც ხდება, არის ზეწოლა რუსთავი 2-ის ზეწოლა. ის რა გადაწყვეტილებაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ დარღვეულ იქნება,"- აცხადებს ეკა გიგაური.
შეხვედრას ესწრება სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო ლომჯარიაც.
"შეხვედრის მზიანია დიპლომატებს სამართლებრივი არგუმენტები გავაცნოთ, რის გამოც მიგვაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება იყო უკანონო და წინააღმდეგობრივი საკონსტიტუციო სასამართლოსთან", - აცხადებს ნინო ლომჯარია.