"რუსთავი 2 მარტო არ არის" - ამ ლოზუნგით ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებენ და მთავრობას აკრიტიკებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი თბილისში ჩამოვლენ და ტელეკომპანიას ფიზიკურად დაიცავენ. აქციის მონაწილეები ურთმელიძის გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებენ.
რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას რიგითი ბათუმელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებოდნენ.
ფოტო არქივიდან