20 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე აზერბაიჯანში ქართველი ეპისკოპოსის მსახურებისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხები დააყენა.

შეხვედრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტს პატრიარქმა მიმართა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მათ ურთიერთობებს დიდი პერიოდი აქვს. უწმინდესმა დასძინა, რომ მას ახლო ურთიერთობები ჰქონდა ილჰამ ალიევის მამასთან. პატრიარქმა დასძინა, რომ ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სხვებისთვის მაგალითია.

„დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეჯოში სამონასტრო კომპლექსს, რომლის ნაწილიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ბფიქრობ ამ საკითხების მოგვარება შესაძლებელია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს კავკასიაში. ვღელავთ რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტები ხდება აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი,“ - აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასევე იმის გამო, რომ კომპანია სოკარის მეშვეობით საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს უფასო ბუნებრივი აირი. 

დღის ამბები