20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2-ის" საქმეზე განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის საქმეზე განცხადება გააკეთა და მმართველ გუნდს მიმართა. ის მოუწოდებს მმართველ კოალიციას თავი შეიკავონ არადიპლომატიური განცხადებებისგან.

"მიმდინარე მოვლენები ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს და მოვუწოდებ მმართველ კოალიციას სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. მოვუწოდებ ნუ ჩაიკეტებიან საკუთარ თავში და გაითავისონ პროცესის პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა და გადადგან ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად.

"უმნიშვნელოვანესია, რომ არავის დარჩეს კითხვები საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.

ჩვენი ვალია ვუზრუნველყოთ და დავიცვათ კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება, საკუთრების და პირადი ცხოვრების ხელშეუვალობა, არჩევანის თავისუფლება.

"ჩვენი ვალია გავაძლიეროთ და არ დავაზარალოთ ქართული სახელმწიფო, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს," - განცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები