20 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
გიორგი ლაფერაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ტელეკომპანიას მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეექმნა

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ტელეკომპანიას მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეექმნა. მისი თქმით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები პრდაპირ აისახა კურიერის მუშაობაზე. ამ თემებზე გიორგი ლაფერაშვილმა გადაცემა არჩევანის სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა. 

"პირდაპირი ჩართვები უცხოეთიდან-ეს ვერარ მოხდება, ასევე საქართველოს რეგიონებში, ამ გადაცემაში მაგალითად შეგვეძლო აშშ-დან ჩართვა გვქონოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. დღესაც მთელი დღის განმავლობაში უფრო ნაკლები ადგილიდან იყო ჩართვები და თუ ეს პროცესი გაგრძელდა უფრო შემცირდება და უფრო შეზღუდული რესურსებით მოხდება ამ ყველაფრის კეთება. ეს ყველაფერი, რომ არ მოხდეს უნდა მოგვეცეს მუშაობის საშუალება,"-აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი. 

ამავე თემაზე ისაუბრა ნიკა გვარამიას პირველმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა და მაყურებელს განუცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა კურიერი მათ ინფორმაციას ჩვეულ რეჟიმში მიაწვდის. 

"ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეთერს არაფერი არ დაეტყოს, ეს ჩვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ჩვენს მაქსიმუმს დავდებთ. ინფორმაციას ისევ მიიღებს მაყურებელი, ისევ ჩვეულ დროს,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები