20 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
ურთმელიძის განჩინება შესაძლოა გახდეს საფრთხე სხვა მედიასაშუალებებისთვისაც -ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ურთმელიძის განჩინება რუსთავი 2 ში ახალი დროებით მმართველების დანიშვნის შესახებ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ის სარედაქციო თავისუფლების შეზღუდვაა. 

"ამგვარი შეფასებით ის შეიჭრა სარედაქციო პოლიტიკაში. არადა დემოკრატიულ ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და სარედაქციო დამოუკიდებლობაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს" აცხადებს ნატა ძველიშვილი რუსთავი2 თან საუბრისას.

მისივე თქმით მოსამართლე ურთმელიძის განჩინება შესაძლოა აღმოჩნდეს საფრთხე სხვა მედიასაშუალებებისათვისაც. 

 

დღის ამბები