20 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
7 ნოემბრის მოვლენებიდან 8 წელი გავიდა

დღეს 7 ნოემბერია. 8 წლის წინ სწორედ ამ დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის , ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

დღის ბოლოს კი სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია იმედში შეიჭრა, რაც საბოლოოდ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.

კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

აქციის დარბევასთან დაკავშირბეით ბრალი რამდენიმე მაღალიჩნოსანს უკვე წარდგენილი აქვს. სასამართლო პროცესები ამ დრომდე მომდინარეობს.

დღის ამბები