20 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
რუსული სატელეფონო კომპანია MTC-ის სკანდალური კლიპი, რომელშიც თბილისი რუსეთად არის მოხსენიებული

რუსული სატელეფონო კომპანია MTC-ის სკანდალური კლიპი უკვე რამდენიმე საათია ტელეეკრანებზე და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა.

აღფოთების მიზეზი ერთია-კლიპი თბილისშია გადაღებული და  საუბარია იმ სიახლეებზე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებს კომპანია სთავაზობს.  კლიპში არ არის მითითებული, რომ კადრები საქართველოში, თბილისშია გადაღებული. 

რუსული კომპანიის კლიპში მოხვდა  იუსტიციის სახლი, აღმაშენებლის გამზირი, ე.წ შუშის ხიდი, თავისუფლების მეტრო  და ვაკის პარკი.  

გეტყვით, რომ რუსული კომპანია MTC-ი ქართულ ბაზარზე არ შემოსულა არ არსებობს ინფორმაცია არც სამომავლო კავშირების შესახებ. 

 

 

 

 

დღის ამბები