20 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

იმ პოლიციელების მიმართ, რომლებსაც ადვოკატი გიორგი მდინარაძე მის ცემაში ადანაშაულებს პროკურატურამ ძიება უკვე დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის, მესამე ნაწილით.

პროკურატურაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობილია, რომ მომხდარზე ძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც.

„ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, რაც გულისხმობს, როგორც მოწმეების დაკითხვას, ასევე ექსპერტიზების დანიშვნას და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას,“ - განაცხადა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნათია სუხიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები