"ეს არის სერიოზული გამოძიების საგანი,"- ასე ეხმაურებიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს.
"გავრცელებული ინფორმაცია ადანაშაულებს შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული. მიუღებელი და არასწორია ამ საკითხზე რაიმე ტიპის მოკლვევას შს სამინისტრო აწარმოებდეს. საქმეს პროკურატურა უნდა სწავლობდეს. თუ ადვოკატი დაისაჯა მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო ძალიან სერიოზული საკითხია და სერიოზული გამოძიების საგანი უნდა გახდეს,"- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა.