რუსთავი 2-ის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს ტელეკომპანიის ჟურნალისტმა გირგი გაბუნიამ მიმართა, რომელსაც დრევანდელი კონცერტი მიყავს.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს კომპანია არ გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ გაჩვენებთ იმას, რისი ნახვაც თქვენ სინამდვილეში არ გსურთ. ჩვენ გვეუბნებიან იმას, რომ არ ვართ ობიექტურები და არ ვაშუქებთ იმას, რაც რეალურად ხდება ქვეყანში. ჩვებ გვეუბნებიან, ლარის კურსი ვარდნა, ის რომ თქვენი ჯიბეები სულ ურო ცარიელდება, ის რომ ძვირდება მედიკემანტები, პროდუქტები, ის რომ ეკონომიკა ქვემოთ და ქვემოთ მიდის, ის რომ ყველა მხარეს, საითაც გაიხედავთ, ხედავთ გაჭირვებას, სიღარიბეს, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამას ჩვენ ვიგონებთ და რეალურად ეს ასე არ ხდება. ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა ვაკეთოთ ის, რაც ხალხს უნდა და ამას გვკარნახობს. მოსამართლე ურთმელიძე. აქ დღეს გადის ზღვარი თავისუფლებსა და მონობას შორის, ევროპასა და რუსეთს შორის,“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.