თამარ ფხოველიშვილმა წერილი პოსტსკირპტუმს 2015 წლის 25 მარტს გამოუგზავნა. წყალმომარაგების კომპანიიდან 2.5 მლნ. ლარის მითვისებაში ბრალდებული რუსთავი 2-ის ჟურნალისტებთან შეხვედრას ითხოვდა.
სკანდალური სქემით, რომელიც წყალომამარაგების კომპანიის ყოფილმა ბუღალტერმა, თამარ ფხოველიშვილმა გაშიფრა, ბიუჯეტიდან ორნახევარ მილიონ ლარამდე გაქრა. საქმეში მთავარი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, ფულის მოპარვის სქემა უშუალოდ კომპანიის მაშინდელი დირექტორის, არჩილ ცაბუტაშვილის მიერ იყო ნაკარნახევი, ხოლო დაცვის გარანტიები პრემიერმინისტრის უახლოესი გარემოცვიდან იყო მიღებული ზვიად ჯანყარაშვილის სახით.
თავად არჩილ ცაბუტაშვილი კორუფციული სკანდალებით განთქმული ზვიად ჯანყარაშვილის მეჯვარე და პროტეჟეა, ის დღეს დუმს და გამძიების დასრულებას ელოდება.
ფხოველიშვილის ადვოკატის განმარტებით, კომპანიის მენეჯმენტს დარღვევების აღმოჩენა არათუ შეეძლო, არამედ მის უაშუალო მოვალეობასაც წარმოადგენდა და სულ მცირე სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს.
მიჰქონდა თუ არა ფხოველიშვილს უკანონოდ მითვისებული თანხების 80% უფროსობასთან, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მანამდე კი ბრალდებულის ადვოკატები არჩილ ცაბუტაშვილის შემოსავლების და ხარჯების დისბალანსზე მიუთითებენ.
ამ დროისთვის კი საგამოძიებო ჯაჭვი მხოლოდ ბუღალტერიის სამ თანამშრომელზე წყდება, რომელთა საქმეზე ხვალ საბოლო მოსმენაა ჩანიშნული და ბრალდებული ფხოველიშვილიც საბოლოო სიტყვით უნდა წარსდგეს.
ავტორები: თაკო მესხი.