20 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
700 წლის შემდეგ პირველად მონღოლეთში ქართველი მეფეების კვალს ეძებდნენ

770 წლის შემდეგ პირველად, ქართველ ჟურნალისტთა და ისტორიკოსთა ერთობლივი ექსპედიცია იმ გზას მიუყვება, რომელმაც ჩვენი მეფეები ყველაზე ძლევამოსილი იმპერიის გულში, ყარაყურუმში, ჩაიყვანა.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია პირველია, ვინც შვიდი საუკუნის შემდეგ ყარაყურუმში ქართველი მეფეების ნაკვალევსა და მონღოლეთის ისტორიულ წყაროებში არსებულ მასალებს იკვლევს. მის მიერ გადაღებული თითოეული კადრი თუ მუზეუმში აღმოჩენილი ექსპონატი თანამედრო ქართულ ისტორიოგრაფიაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ქართულ ისტორიულ წყაროებში ჯებედ წოდებული ნოინის პორტრეტი ჩვენ ულან ბატორის ომის მუზეუმში აღმოვაჩინეთ.

მონღოლთა საბრძოლო სტრატეგიასა და ტაქტიკას მეცამეტე საუკუნეში არამხოლოდ ქართველებმა, არამედ ვერც ერთმა ძლიერმა არმიამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი მონღოლისთვის ჩინგიზ ყაენი ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ და საკუთარი სამშობლოს სავიზიტო ბარათადაა ქცეული. 

ავტორები: გიორგი გვიშიანი, გიორგი დულარიძე. 

დღის ამბები