თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მოდის სამყაროს ვარსკვლავებს მასპინძლობს.
მერსედეს ფეშენ ვიქის ფარგლებში თბილისი მსოფლიო მოდის რუკაზე უკვე მეორედ მოინიშნა. ქართველი დიზაინერების კოლექციების შესაფასებლად, სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდის სფეროში მოღვაწე ვარსკვლავები ჩამოვიდნენ. ცნობილი ბლოგერები, მოდის ყველაზე პრესტიჟული გამოცემების ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბაერები სტატიების, ბლოგების და სოციალური ქსელის საშუალებით 5 დან 9 ნოემბრის ჩათვლით ქართულ მოდას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანენ.
ავტორი:თაკო მესხი