ადვოკატ გიორგი მდინარეძის საქმეზე ადვოკატთა ასოციაციაში გაერთიანებული იურისტები იმსჯელებენ. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი განმარტავს, მათი მიზანია საერთო პოზიციის ჩამოყალიბება.
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ უარი თქვან პროცესებზე დასწრებაზე იმ შემთხვევაში, თუ მათი კოლეგის ცემის საქმე არ იქნება დროულად და სათანადოდ გამოძიებული.