20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"ძალიან არასწორი, ძალიან არაევროპული მიდგომა,"- ანა ნაცვლიშვილი ევა გოცირიძეს აკრიტიკებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ევა გოცირიძის განცხადებამ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა გამოიწვია.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა სხდომაზე განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად და რომ ეს არის ევროპული სტანდარტი.

"ძალიან არასწორი ძალიან არაევროპული მიდგომაა, როდესაც პრობლემაში კი არ ხედავენ პრობლემას, არამედ იმ ადამიანებში, ვინც პრობლემებზე საუბრობს,"- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი კი ამბობს, რომ არც საბჭოს წევრის და არ პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის როდის და როგორ უნდა შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება.

მედიაექსპერტი ნინო დანელია კი ფიქრობს, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ეს განცხადება კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას რუსთავი2 -ის ირგვლივ. 

"პირდაპირი ცენზურა, რომლის განხორციელებასაც ცდილობენ მედიაზე, როდესაც იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელი იგივე აზრს იმეორებს და ამბობს, რომ არაფერი არ არის საშიში ეს კიდევ ერთხელ ამძიმებს პროცესს,"- განაცხადა ნინო დანელიამ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები