20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე - პარლამენტი საკონსტიტუციო სასამრათლოში 2 მოსამართლის აცილებას ითხოვს

საქმეზე რუსთავი 2 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტუციო სასამართლოში დღეს დღის პირველ ნახევარში 3 მოსამართლიდან ორის აცილების შუამდგომლობა შევიდა. 

საუბარია მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილზე და მაია კოპალეიშვილზე. 

აცილების შუმადგომლობის მიზეზი მარტივია, პარლამენტის წევრები აღნიშნულ პირებს უნდობლობას უცხადებენ. უნდობლობის მიზეზად კი ის მოჰყავთ, რომ აღნიშნულ მოსამართლეებთან გასულ წლებში საქმიანი ურთიერთობები ჰქონდათ. 

თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მოსამართლე მაია კოპალეიშვილი (2000-2005 წლებში) 5 წლის განვმალობაში დავით უსუფაშვილთან ერთად მუშაობდა, ხოლო კონსტანტინე ვარძელაშვილი 1 წლის განმავლობაში ფონდ ქართუს დირექტორის, ლევან ბერძენიშვილის მოადგილე იყო. 

პარლამენტმა ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში ელექტრონული ფოსტით გააგზავნა. წერილს უკვე გაეცნენ საკონსტიტუციო სასამრთლოში. სასამართლოს პირველი კოლეგია დოკუმენტის შესწავლას უახლოეს მომავალში დაიწყებს. 

შეკითხვები შუამდგომლობასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმოადგენლებს და ოპოზიციას აქვს.

ავტორი: ნატა მახვილაძე

დღის ამბები