"სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ,"- Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის, რობერტ ჰერმანის, ინტერვიუ ამერიკის ხმასთან დღეს თბილისში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო.
არასამათავრობო სექტორი, მედიასფეროს წარმომადგენლები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები განცხადებას "საგანგაშოს"უწოდებენ. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თანამეგობრობის აზრს არ გაითვალისწინებს დაზარალდება ქვეყანა და არა მთავრობა.
მმართველ გუნდში Freedom House-ის ხელმძღვანელის განცხადებას მკაცრი პოზიცია მოჰყვა. მეტიც დეპუტატები არ ეთანხმებოდნენ რობერტ ჰერმანის განცხადებას. ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტის კრიტიკა დღეს არც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა აღიარეს.
Freedom House მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების თავისუფლების ხარისხს იკვლევს და ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. უკვე წლებია საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია. როგორ აისახება რუსთავი 2-ის საქმე რეიტინგებზე 2016 წლის ანგარიშში გამოჩნდება.
ავტორი: სოფო ზურაბიანი