20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
შალვა შავგულიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების საკითხის პოლიტიკურ დატვირთვაზე საუბრობს

საკონსტიტუციო სასამართლოს გამოხმაურებას პარლამენტის მოთხოვნაზე რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით ეხმიანებიან კანონმდებლები.

უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ოფიციალური, 13 გვერდიანი წერილი უწყებაში მათ შეიტანეს და ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აქვთ.

პარლამენტის შუამდგომლობას აკრიტიკებენ თავისუფალი დემოკრატები. შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება პარლამენტის სახით, ეჭქვეშ აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიუკერძოებლობას.

„პარლამენტს ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, ვინაიდან ამას აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

საკითხი მიუღებლად მიაჩნიათ ნაციონალურ მოძრაობაშიც.

რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებას მოითხოვს. პარლამენტის შუამდგომლობაში ორი მოსამართლის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებაზეა საუბარი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები