20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებაზე პარლამენტის მოთხოვნას იზიარებს გიგლა აგულაშვილი

რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების მოთხოვნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ მიმართვაში ბევრი არგუმენტი ნახა, შესაბამისად წერილი გაზიარებული უნდა იქნას.  

„წავიკითხე ეს მიმართვა, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი არგუმენტი ვნახე. და ამიტომ საქართველოს პარლამენტის, ჩემი აზრით, მაღალი პასუხისმგებლობით განმსჭვალული ეს მესიჯი, გზავნილი, გასაზიარებელი უნდა იყო,“ - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. 

რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებას მოითხოვს. პარლამენტის შუამდგომლობაში ორი მოსამართლის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებაზეა საუბარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები