ადვოკატის ცემის ფაქტს საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება იურიდიული დახმარების საბჭო - უწყება სადაც, გიორგი მდინარაძე მუშაობს.
საბჭო გმობს ძალადობას და მოუწოდებს პროკურატურას საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დროულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს მომხდარი.
იურიდიული დახმარების საბჭო გამოძიების დასრულებამდე ითხოვს შეუჩერდეთ უფლებამოსილება იმ სამართალდამცველებს, რომლებსაც ადვოკატი ცემაში ადანაშაულებს.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქმეზე ჩატარდეს ყოველმხრივი, ობიექტური გამოძიება, დადგინდეს ყველა დამნაშავე პირი. ჩვენ ვთხოვთ პარლამენტს, დააწესოს საპარლამენტო კონტროლი აღნიშნული ფაქტის გამოძიებაზე,“ - განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ.