20 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს განცხადებით ეხმაურება ათი არასამთავრობო ორგანიზაცია

სამართალდამცავების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს განცხადებით ეხმაურება ათი არასამთავრობო ორგანიზაცია. სამოქალაქო სექტორი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

”მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას პოლიციის მიმართ, ძირს უთხრის ყველა რეფორმის მნიშვნელობას ამ სფეროში და არსებითად აზიანებს ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობას,” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამინისტროს გულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც სამინისტრო თავად ადასტურებს, რომ ადვოკატი პოლიციელთა კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 

აღნიშნული ფაქტი შეაფასეს თავად არასამთავრობოების წარმომადგენლებმაც.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, ეს არის ერთერთი საქმეს, სადაც ფიგურირებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის სოფო ვერძეულის თქმით, მნიშვნელოვანია რომ პროკურატურამ დროულად და ობიექტურად დაასრულოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცენ ყველა პირი. მისთვის მნიშვნელოვანია შსს-მ გააკეტოს განმარტება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

"სამინისტროს დუმილი ამ დრომდე არის გამაოგნებელი," - აცხადებს ვერძეული. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები