საქმეზე, რუსთავი2 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებას ითხოვს საკანონმდებლო ორგანო. აცილების შუამდგომლობა უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში.
პარლამენტის შუამდგომლობიდან გამომდინარე არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს სასამართლოს საჯაროდ უპასუხოს პარლამენტს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ წარსულში არსებული ურთიერთობების გამო არ შეიძლება ორი მოსამართლის აცილების მოთხოვნა და პარლამენტმა უფრო მყარი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
"საქართველო პატარა ქვეყანაა და შეიძლება ყველას ჰქონდეს გარკვეული ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და დღეს სხვადასხვა თანამდებობზე მუშაობდნენ ეს ადამიანები. თავისთავად ის, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა და დაისვა, პარლამენტი არა მხოლოდ ახლობრულ ურთიერთობებზე აპელირებს, არამედ გარკვეულ კითხვის ნიშნებს სვამს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე რუსთავი2-ის საქმეზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს საჯაროდ ეპასუხა პარლამენტისთვის,"- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი.
ამავე თემაზე განცხადება გაკეთდა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.
"ის, რომ ვიღაცა მუშაობდა რამდენიმე წლის წინ კონკრეტულ ადამიანთან არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყოს აცილების საფუძველი. ეს მტკიცების დაბალი სტანდარტია. უნდა არსებობდეს
უფრო მყარი მტკიცებულება, რომ მათ შორის დღეს არსებული ურთიერთობა შესაძლოა, პირდაპირ აისახოს საქმეზე თუ ამას ვერ დაამტკიცებენ, მარტო ეს არ კმარა,"- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტის მენეჯერმა გია გვილავამ.