20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არცერთ მოსამართლეზე მის პირად ურთიერთობას გავლენა არ აქვს", - გიორგი პაპუაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეების აცილების შესახებ პარლამენტის შუამდგომლობას ეხმაურება. გიორგი პაპუაშვილის თქმით, შუამდგომლობის ელექტრონული ვერსია უკვე მისულია საკონსტიტუციო სასამართლოსი.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირადი ურთიერთობების გავლენის საკითხი ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა. თუმცა მისივე განმარტებით, სასამართლო ვალდებულია განიხილოს აღნიშნული შუამდგომლობა.

„ამ ხნის განმავლობაში მე მგონი, ეჭვი არავის ეპარებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ეს საკითხი არასდროს დამდგარა. მაგრამ, თუ ეს ოფიციალურად წარდგენილია, სასამართლო ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი მხარის შუამდგომლობა, მიუხედევად იმის, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არცერთ მოსამართლეზე მის პირად ურთიერთობს გავლენა არ აქვს, აღქმაც რომ არ იყოს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში, სასამართლო ამას რა თქმა უნდა სერიოზულად აღიქვამს და განიხილავს. მე ვერ ჩავერევი, რადგან თავად არ ვმონაწილეობ იმ კოლეგიის საქმიანობაში და ჩემს აზრს ვერ გამოვხატავ, მაგრამ კანონის მიხედვით განიხილავენ საკითხს არის თუ არა ეს საფუძველი, მეუღლის თუ გარკვეული წლების წინ საქმიანობა ვინმესთან აცილების საფუძველი,“ - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აცილების პრეცენდენტს უახლოეს ხანებში ვერ იხსენებს. თუმცა მისი თქმით, ყოფილა, როდესაც საკითხი დაუყენებიათ, მაგრამ სასამართლოს არ გაუზიარებია ეს პოზიცია.

პროცედურის მიხედვით ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს რამდენად ექვემდებარება ეს საკითხი საქართველოს იურისდიქციას. შემდეგ კი განიხილება დაყენებული შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნორმის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შესახებ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა.

დღის ამბები