სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე მედიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი ფედერიკა მოგერინგ უკვე ჰქონდა ინფორმაცია რუსთავი2-ის საკითხთან დაკავშირებით. ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი მას მათი პოზიცია გააცნეს.
"ძალიან დადებთი შთაბეჭდილება დატოვა როგორც პიროვნებამ განსაკთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ის დაინტერესდა სამოქალაქო საზოგადოები და მოქალაქეების დამოკიდებულებით თუ რას ფიქრობენ ისინი მიმდინარე პროცესების შესახებ.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი მედიის თემა და რუსთავი2-ის საქმე იყო. დეტალურად არ გვისაუბრაია დროის სიმცირის გამო. მან ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ მედია პლურალიზმი განსხვავებული აზრი და მისი განვითარება ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა.
შეხვედრაზე ფედერიკა მოგერინს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით იფნორმაცია მიაწოდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმღვანელმა ეკა გიგაურმა.
"რამოდენიმე წლის წინ ჩვენ როცა გვეკითხებოდნენ თუ როგორი იყო მედიაგარემო საქართველოში ჩვენ ვამბობდით რომ მედია გარემოს თვალსაზრისით იყო მიღწევები. დღეს ვამბობ, რომ სახეზე გვაქვს საგანგაშო ტენდენციები,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.
ქართველ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკომისარს შორის შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. დღესე ფედერიკა მოგერინი გიორგი მარგველაშვილს, შემდეგ კი პრემიერმინისტრს შეხვდება.