20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს თამაზ ურთმელიძესთან კითხვები აქვს

სკანდალური განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის საქმეზე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ განჩინებასთან დაკავშირებით გააკეთა. ნინო გვენეტაძის განცხადებით, მას განჩინებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში წარმოქმნილ კითხვებზე პასუხის მოსმენა მოსამართლე თამაზ ურთმელიძესგან უზენაესი საბჭოს ფორმატში სურდა, რაზეც გვენეტაძის ინფორმაციით მოსამართლემ თანხმობა განაცხადა, თუმცა შემდეგ შეთავაზებაზე უარი თქვა.

რატომ არ მივიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ურთმელიძე, მიზეზები გვენეტაძისთვის უცნობია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განჩინების ხარვეზებზე საუბარს სამართალწარმოების დასრულებამდე არ აპირებს, თუმცა ის უახლოეს პერიოდში სასამართლოს თავმჯდომარესთან და სპიკერ მოსამართლეებთან შეხვედრას გეგმავს. 

თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ყოფილ პრემიერმინისტრსაც. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ, დროებით მმართველების დანიშვნით კონსტიტუცია არ დაურღვევია, თუმცა ამავდროულად ივანიშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ პოლიტიკურად წამგებიანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მთავრობის იმიჯი დააზარალა.

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.

დღის ამბები