20 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია "რუსთავი 2-ს" არხის გათიშვის საფრთხეს ახსენებს

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია რუსთავი 2-ს არხის გათიშვის საფრთხეს ახსენებს და მოდავე მხარეებს მიმართავს, რომ კომპანია უფლებამოსილი პირის გარეშე არ დატოვონ. ვახტანგ აბაშიძე განმარტავს, რომ კომპანიას ამის გარეშე შესაძლოა მესამე პირებთან ურთიერთობაში პრობლემები შეექმნას, ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შეიძლება არხი გაითიშოს.

სტერეო პლიუსის დამფუძნებელი განმარტავს, რომ არხი ნებისმიერი პირის მიმართვის შემთხვევაში 6 თვეზე ადრე ვერ გაითიშება. ერთადერთი რამაც შესაძლოა ასეთი საფრთხე გააჩინოს ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობაა. რუსთავი 2-ს გადახდა თვის ბოლოს უწევს, დამატებით 30 დღე კი მას როგორც გაირკვა რეზერვში აქვს.

მარეგულირებელი კომისიის შეფასებით რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია და მისი სამაუწყებლო ბადე ამ დრომდე არ შეცვლილა.

კომისიის წევრი კახა ბექაური კი სტატუსს ავრცელებს, სადაცა ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძის განჩინება არანაირ საფრთხეს არ შეიცავს მედიისთვის. ბექაური ეთანხმება მოსამართლეს სამოტივაციო ნაწილში და წერს, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არანაირი მცდელობა არ ყოფილა.

რუსთავი 2-ს მიაჩნია, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრმა კახა ბექაურმა კანონი დაარღვია. ადვოკატი მისი პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს.

ავტორი: სოფო ზურაბიანი.

დღის ამბები