"სამწუხაროდ როდესაც ვაკვირდები ამ მოვლენებს ვხვდები რომ არსებობს პრობლემა როგორც სასამართლოში, ასევე ჟურნალისტებს შორის ეს არის თავისუფლების ვურგალური გაგება და გამოყენება. ეს არის დიდი პრობლემა და სამწუხარო,"- ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ გააკეთა.
გოცირიძეს იმედი აქვს, რომ "საქართველო გადაიქცევა ისეთ ქვეყნად, სადაც თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტები გააცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რასაც თავისუფლების გამოყენება ჰქვია."
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი გაბუნიას საჩუქრად წიგნი სტუდიაში მოუტანა და შემდეგ უკან წაიღო.
"მე წამოგიღეთ საჩუქრად ჩემი წიგნი გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც გადმოცემულია ევროპული სასაამართლოს მიდგომები, სადაც ერთი თავი ეთმობა გამოხატვის თაივუფლების შეზღუდვას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიკერძოებულობის დასაცავად. თუ გაეცნობით თქვენთვის იქნება სასიკეთო. მადლობთ რომ ცოდნის მიღებაზე უარს ამბობთ,"- განაცხადა ევა გოცირიძემ.