"ნელ-ნელა ხდება საზოგადოების შეგუება, რომ ცენზურა მოსულა,"- ეს განცხადება მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა. ქორიძე ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება სწორედ ამას მიუთითებს.
"ნელ-ნელა ხდება საზოგადოების შეგუება რომ ცენზურა მოსულა. ეს რომ ცენზურაა მე 5 ნოემბრის განჩინების შემდეგაც განვაცხადე და ამით შეურაცხყოფა არავიზე არ მიმიყენებია.
ურთმელიძე არ საუბრობს მხოლოდ ფინანსურ და ქონებრივ რისკებზე და იმაზე, რომ გადასარჩენია კომპანია, რომ შემდგომ მეპატრონეს არხი არ დახვდეს გაპარტახებული. ის ამოდის სრულიად სხვა პრინციპებიდან და ეს უქმნის საფრთხეს იმას, რომ მედიამ დაკარგოს ძირითადი როლი და ნიშნულება იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე. ამიტომაც ვთვლი, რომ მოსამართლე სარედაქციო პოლიტიკის ნაწილში შევიდა,"- აცხადებს ზვიად ქორიძე.