"საკონსტიტუციო სასამართლომ დაამშვიდა პროცესი ტემპერატურა დაწია და მეტ-ნაკლებად პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებს მიუახლოვდა, თუმცა ამის შემდეგ ურთმელიძემ სიტუაცია კიდევ ერთხელ ააფეთქა, ის ძალიან ცუდი მოქალაქეა"- ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გააკეთა. ხუხაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ამ პროცესმა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სახლემწიფოებრივ განვითარებას.
ხუხაშვილი ამბობს იმასაც, რომ პირი, რომელსაც მანტია აცვია არ არის ხელშეუხებელი. პოლიტოლოგ ხუხაშვილს მიაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო სახელმწიფოებრივი.
"საქმის დინამიკას თუ დავაკვირდებით იგივე ურთმელიძის გადაწყვეტილებების მთლიან სურათს თუ შევხედავთ რა ხდებოდა არსებითი განხილვის დროს, შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ ტემპერატურა დაწია. მეტ-ნაკლებად დაუახლოვდა პროცესი
სამართლებრივ ჩარჩოებს. თითქოს ის სახელმწიფოებრივი რისკები, რაც გველოდებოდა ჩაწყნარდა. ამის შემდეგ ურთმელიძემ სიტუაცია კიდევ ერთხელ ააფეთქა. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, არა მხოლოდ რუსთაივ 2-ის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. როგორი მოსამართლეა ურთმელიძე ეს არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ ის, რომ ცუდი მოქალაქეა, ძალიან ცუდი მოქალაქეა ამაზე შემიძლია საუბარი. ის არ არის მოსამართლე. რატომღაც ესა თუ ის პირი ხელშეუხებელი ხდება რომელსაც მანტია აცვია. მე მის კომპეტენციაში არ ჩავერევი, მაგრამ როგორც მოქალაქე ჩემში არ ტოვებს და არ აღსძრავს დადებით ემოციებს. განჩნდა სახელმწიფოებრივი რისკები. ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაციაა ამ თემაზე. მე ქონებრივი დავის მიღმა ვსაუბრობ. ამ მოცემულობაში ასეთი დინამიკით საკითხის განხილვა არის ძალიან სახიფათო. ჩვენ ვეხებით არა კერძო დავის საკითხს. წონა ამ თემის იმდენად დიდია, რომ მან შეიძლება ქვეყნის განვითარებას საფრთხე შეუქმნას,"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.