20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი გადაწყდება

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა წარმოებაში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით TV საქართველო-ს ადვოკატების კონსტიტუციურ სარჩელს.

იურისტებმა საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი გაასაჩივრეს. სწორედ ამ მუხლით იხელმძღვანელა მოსამართლე ურთმელიძემ და 5 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აღსრულების განჩინება, რომლის საფუძველზეც, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური და ფინანსური დირექტორები გათავისუფლდნენ და დროებითი მმართველები დაინიშნენ.

ტელეკომპანიის ადვოკატები ამ ნორმის შეჩერებას ითხოვენ. საკითხს ოთხი მოსამართლე განიხილავს. მათ შორის არიან კოტე ვარძელაშვილი და მაია კოპალეიშვილი, რომელთა აცილებასაც ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობა.

„იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს წარმოებაში სარჩელს და შეაჩერებს აღნიშნული ნორმის მოქმედებას,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

 

დღის ამბები