ტელეკომპანია საქართველო-სა და ძმები ყარამანიშვილების ადვოკატების სახელით დღეს საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდება თამაზ ურთმელიძის მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება.
მათი განმარტებით, გადაწყვეტილება რუსთავი 2–ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურია.
„ვიდრე საჩივარი არის განხილვის პროცესში, ჩვენ ასევე ვითხოვთ განჩინების მოქმედების შეჩერებას, იმ მიზნით, რომ არ მოხდეს კომპანიის კიდევ უფრო მეტად დაზარალება,“ - განაცხადა ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.
სარჩელს მისსავე მიღებულ განჩინებასთან დაკავშირებით ისევ თამაზ ურთმელიძე განიხილავს. მას ამისთვის 20 დღის ვადა აქვს.
იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, საჩივარი ზემდგომ ინსტანციაში გადაიგზავნება და დავა უკვე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.