რუსთავის 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან ევროპარლამენტის დეპუტატები. მათი თქმით, მედიის თავისუფლება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პირობაა და დაუშვებელია ჟურნალისტებზე ზეწოლა.
„მედიის დამოუკიდებლობა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ და რა პირობებშია ეს გადაწყვეტილებები მიღებული, რაც ნორმალური და დემოკრატიული სამართლებრივი სისტემისთვის აუცილებელია. იმედი გვაქვს პლურალიზმი იარსებებს. დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლა, რომლებიც არ ითვალისწინებენ მთავრობის მითითებებს, მიუღებელია,"- აღნიშნავს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი.
ევროპელი დეპუტატების განცხადებით, თუ საქართველოს სურს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მედია თავისუფლება და მედია პლურალიზმი ხელშეუხებელი უნდა იყოს. მათი შეფასებით, საქართველო იყო წარმატებული ქვენის მაგალითი და არ სურთ მისი უკუსვლა იხილონ.
"საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. იმედი გვაქვს ის შეინარჩუნებს ამ კურსს - შეინარჩუნებს მედიაპლურალიზმის ფუნდამენტურ ღირებულებებს და გამოხატვის თავისუფლებას," - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.