20 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები დასახელდება

საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები მიმდინარე კვირას დასახელდება. მათი ვინაობა სავარაუდოდ უკვე ხუთშაბათს იქნება ცნობილი, რის შემდეგაც თბილისის მერია კანდიდატებს საკრებულოს წარუდგენს.

ხელმძღვანელების გარეშეა დარჩენილი ეკონომიკის, ზედამხედველობის, კეთილმოწყობისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურები.

უახლოეს დღეებში ელოდებიან საკრებულოში ასევე დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტსაც.

„ბიუჯეტის პირველადი ვერსია უკვე მზად არის, ჩვენთვის მთავარია ის, რომ ვმუშაობთ ბიუჯეტის მეტად გამჭვირვალობაზე,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, პრიორიტეტი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.

 

 

 

დღის ამბები