20 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
"ფაქტი საჭიროებს ძალიან სწრაფ, მიუკერძოებელ, ობიექტურ გამოძიებას", - ეკა ბესელია ადვოკატის ცემის ფაქტს ეხმაურება

ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ამ საკითხზე პარლამენტს და ყველა სახელმწიფო უწყებას უნდა ქონდეს მკაცრი რეაგირება.

"ფაქტი, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ, საჭიროებს ძალიან სწრაფ, მიუკერძოებელ, ობიექტურ გამოძიებას დ იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენებას, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგისაც, ვინც მონაწილეობდა ამ უკანონო ქმედებაში," - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

ადვოკატის ცემის ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. გიორგი მდინარაძე სამართალდამცველებს მის ცემაში ადანაშაულებს. ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

დღის ამბები