20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
ცალმხრივად დაკისრებული ვალდებულებები-უდუმაშვილი საყევარიშვილისა და დვალის შეთავაზებაზე უარს ამბობს

საჯარო რეესტრში უკვე ჩაბარებულია ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ზაალ უდუმაშვილი უარს ამბობს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც დღეს დროებითმა მმართველებმა მას ნოტარიუსთან გაფორმებული მინდობილობით დააკისრეს.

დოკუმენტი თავად ზაალ უდუმაშვილის თანხმობის გარეშე -ცალმხრივად გაფორმდა. მორიგი გადაწყვეტილების შესახებ დროებითმა მმართველებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ამ დოკუმენტის მიხედვით ყველა ფინანსური ვალდებულება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილეზე გადადის. დოკუმენტი ზაალ უდუმაშვილისთვის არ გადაუციათ და კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილისთვის მისი შინაარსი ამ დრომდე უცნობია.

ამავე დროს დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა განაცხადეს, რომ თამაზ ურთმელიძის განჩინებას არ ეთანხმებიან, რომლის მიხედვითაც ისინი კომპანიის მმართველობაში შემოვიდნენ.

ამ განჩინების მიხედვით ყველა ვალდებულება, რაც რუსთავი 2-ის ფუნქციონირებას, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება მხოლოდ დვალის და საყევარიშვილის პირადი პასუხისმგებლობაა. კომპანიისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის კი დროებითი მმართველები მთელი თავის პირადი ქონებით აგებენ პასუხს.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები