20 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები სახალხო დამცველს მიმართავენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები სახალხო დამცველს მიმართავენ და ომბუდსმენის აპარატში შესულ განცხადებებზე დროულ რეაგირებას ითხოვენ.

მშობლების თქმით, ბავშვების მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებზე ომბუდსმენის დასკვნა ამ დრომდე არ არსებობს.

მშობლები ხელისუფლების წარმომადგენლებს უმოქმედობაშიც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მათ შვილებს შესაბამისად არ იცავს.

მშობლების ბრალდებებს უჩა ნანუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ საქმეებს სწავლობენ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები განცხადების შეტანას მთავრობის ადმინისტრაციაშიც გეგმავენ.

იმ შემთხვევაში, თუკი მათი შვილების მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებზე დროული რეაგირება არ მოხდება, ისინი უახლოეს დღეებში შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

ავტორები: მარიამ შანშიაშვილი, თამთა ობოლაძე, გიორგი შეშაბერიძე.

დღის ამბები