შეთავაზებაზე ზაალ უდუმაშვილის უარის შემდეგ რუსთავი 2–ის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი რჩებიან.
იურისტები დღეს ცალსახად განმარტავდნენ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებლობის სხვა პირზე დაკისრება ფარულად და ცალმხრივად არ უნდა მომხდარიყო. ამავე პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო სექტორშიც.
ოპოზიციის აზრით, მოსამართლის მიერ დანიშნულ დროებით მმართველების ინტერესი რუსთავი 2–ის გამართული მუშაობა არ არის. საყევარიშვილისა და დვალის ერთადერთი მიზანი მათი თქმით საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნვაა.
მართველი გუნდი თვლის, რომ საყევარიშვილი და დვალის მიერ დირექტორის მოადგილისთვის უფლებამოსილების გადაბარების მცდელობა კომპანიის შიდა საქმეა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე