ქედაში გადაუღებელი წვიმის გამო მეწყერული პროცესები განვითარდა. სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლებიდან 5 ოჯახი გაიყვანეს. ღვარცოფი სოფელ მახუნცეთში, ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზაზე ჩამოწვა.
დატბორილია მიმდებარე სახლების პირველი სართულები, დაზიანებულია საძირკველი და განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები.
ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მუშაობდნენ.
სტიქიის მიზეზი ორდღიანი გადაუღებელი წვიმა გახდა.