ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაში. ჩოხატაურში წყალი ათამდე ოჯახს სახლებში შეუვარდა - დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, დაზიანდა სოფელ კოხნარი-საჭამიასერის საავტომობილო გზა.
ოზურგეთში კი ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის გამოც, ერთი საათის განმავლობაში ბათუმისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი იყო. ანალოგიური ვითარება იყო ურეკშიც. სტიქიის გამო გურიის რამდენიმე სოფელს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში არ მიწოდებოდა ელეტროენერგია.
წაქცეულმა ხეებმა დააზიანა გაზის მილებიც. ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი აკეთიც დააზარალა.