20 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
კლიმატური პირობების გამო შეზღუდვებია გოდერძის უღელტეხილსა და გუდაური-კობის გზაზე

რთული ვითარება იყო გოდერძის უღელტეხილზე, სადაც გაუარესებული კლიმატური პირობების გამო მაშველებმა 7 ავტომობილი გამოიყვანეს.

ამჟამად ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ სპეციალური ჯაჭვების მეშვეობით არის შესაძლებელი, იგივე შეზღუდვა მოქმედებს გუდაური-კობის გზაზეც.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ყველა მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მხრივ არსებულ ვითარებას - ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო დასავლეთ საქართველოში დენი შეუწყდა 50 ათას აბონენტს.
აქედან ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ღამითვე აღუდგა. ვარაუდობენ, რომ დღეს სამუშაოები დასრულდება. 

 

 

დღის ამბები