20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე პროცესი იწყება

ამ წუთებში რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი იწყება. გამწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლეებმა პარლამენტის მიერ დაყენებულ სამივე შუამდგომლობაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც სამი საათის განმავლობაში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები მოსამათლეების კითხვებს პასუხობდნენ.

სხდომა დღესაც იმავე პროცედურებით გაგრძელდება. საბოლოოდ კი მოსამართლეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში ტვ საქართველოს იურისტების მიერ შეტანილ სარჩელს - შეჩერდეს ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების ნორმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები