აშშ-ს ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიცმა, უარყოფითად შეაფასა გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერები რუსთავი 2-თან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოწოდება არეულობისკენ, ცუდია.
შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს დასავლეთის ქვეყნების და პარტნიორების მეგობრულ რჩევებს.
იალოვიცის თქმით, მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, გადადგმული აბიჯები გამოასწოროს.
„ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიანი, საქართველოს მთავრობამ გამოასწოროს გადადგმული ნაბიჯები. თუ ისინი იმოქმედებენ ძალიან სწრაფად, რომ გამოასწორონ სიტუაცია, მიყვნენ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებს ღია, ტრანსპარენტული გზით და პატივი სცენ კანონის უზენაესობას, მაშინ ამ სიტუაციიდან გამოსვლას შეძლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დარტყმა საქართველოს მთავრობაზე.
მე არ შემიძლია ევროკავშირის მაგივრად გელაპარაკოთ, თუმცა კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ მათთან ვიზების გაუქმების საკითხი წინ წავა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს ინტეგრაციისთვის. ჩვენ არ ვუბრძანებთ მთავრობას, რა გააკეთოს. ჩვენ ვცდილობთ, ეს ავუხსნათ, როგორც კარგმა მეგობრებმა და ახლო მრჩევლებმა. ეს არის საკითხები, რომლებიც თქვენს ინტერესებშია,“ - განაცხადა კენ იალოვიცმა.
ავტორი: დავით ნიკურაძე