20 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთში იმყოფება. დავით სერგეენკო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.

ფორუმი ეძღვნება თანამედროვე ქალაქებში არსებული სოციალური დაცვის მართვის სისტემების მნიშვნელობას.

დავით სერგეენკო ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა.

განიხილეს ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.

მინისტრმა ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

„შეხვედრის მთავარი ამოცანა იქნება, რომ შევთანხმდეთ იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფს, რომელიც განსაზღვრავს საერთოდ პრიორიტეტებს, რომელიც გამოკვეთს იმ კონკრეტულ მიმართულებებს ჯანდაცვაში, რაშიც ნაყოფიერი იქნება მომავალში ჩვენი ქვეყენების თანამშრომლობა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები