საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა. არსებული ინფორმაციით თოვლი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოვიდა.
მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ბაკურიანსა და გუდაურში. შესაბამისი ვიდეო ფა ფოტომასალა სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით ამ წუთებში თოვს მესტიაში და ნინოწმინდაშიც.
სინოპტიკოსი დოდო გვაზავა რუსთავი 2-თან საუბრის დროს აცხადებს, რომ თოვა მაღალმთიან რაიონებში დღეს საღამოს შესუსტდება, თუმცა ხვალ კვლავ გაძლიერდება.