20 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
„საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ვინმე მივიდეს ირმასთან და მოინახულოს," - გედევან ფოფხაძე

პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის  მიერ პატრიოტთა ალიანსის მოშიმშილე წევრების მონახულების ფაქტს და თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის სტატუსს facebook-ის გვერდზე, ეხმაურებიან უმრავლესობის წევრები.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ფიქრია ჩიხრაძეს სრული უფლება აქვს იქ მივიდეს, სადაც მას სურს.

„ქალბატონ ფიქრიას სრული უფლება აქვს მივიდეს სადაც მას უნდა, მაგრამ ამავე დროს განცხადებები, რომელიც გაკეთდა, ორაზროვანი იყო და არ აღნიშნავდა იმას, რომ მას სჯერა, როგორ ჩატარდა არჩევნები. მე არ გამკვირვებია ქალბატონ თინათინის პოსტი. ფიქრია ჩიხრაძემ თქვა, რომ მე რომ მივედი ამით პრეზიდენტი მივიდაო, ეს საერთოდ ვერ გავიგე,“ - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა.

ამავე თემაზე შეფასება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ.

„საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ვინმე მივიდეს ირმასთან და მოინახულოს. გინდა პრეზიდეტის მრჩეველი იყოს და გინდა ნებისმიერი სხვა ადამიანი,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები