20 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
"გვესმის საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევა, რომ დაინტერესდა ამ საკითხით და გააგზავნა თავისი წარმომადგენელი,“ - ლევან თარხნიშვილი

„რა თქმა უნდა გვესმის, საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევა, რომ დაინტერესდა ამ საკითხით და გააგზავნა თავის წარმომადგენელი,“ - ასე შეაფასა პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის  მიერ პატრიოტთა ალიანსის მოშიმშილე წევრების მონახულების ფაქტი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

თარხნიშვილი ასევე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის სტატუსს facebook-ის გვერდზე, რომელიც ფიქრია ჩიხრაძის მიერ მოშიმშილეების მონახულებას უკავშირდება.

„რაც შეეხება თინა ხიდაშელის რეაქციას, ალბათ ორი საკითხითაა ალბათ გამოწვეული. პირველი: საყოველთაოდ ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება საქართველოს პრეზიდენტთან, მეორე, თინა ხიდაშელი დაინტერესებული მხარეა, საგარეჯოში სწორედ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ მოხდა გაყალბება,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები